|
2023-12-18 09:13:27, 636 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - უახლოეს დღეებში უკრაინის კანონმდებლობის EU-ის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესს დავიწყებთ
ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ მივიღეთ ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რაზეც მთელი წელი ვმუშაობდით. უახლოეს დღეებში ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მხარეები უკრაინისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოზე მუშაობის დაწყებისთვისაც ემზადებიან, რაც სავარაუდოდ, გაზაფხულზეა დაგეგმილი. "მოლაპარაკების პროცესი ადვილი არ იქნება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ისტორიულად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება - უკრაინა ყოველთვის იქნება ჩვენი საერთო ევროპული სახლის ნაწილი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ევროპული გადაწყვეტილებების მიღებაში",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)