03:29 - 07 Jul, 2026
|
2023-12-15 16:52:56, 965 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი - შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი უნგრეთის მიერ, უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდის ოდენობის დახმარების პაკეტის დაბლოკვას გამოეხმაურა. როგორც კალასმა აღნიშნა, უკრაინა მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება და სავარაუდოდ, იანვარში, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რათა უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმება მიღწეული იქნას. "შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება. იყო 26-ის ძლიერი ნება ამ მხარდაჭერისთვის და იყო სხვადასხვა გზა, თუ როგორ შეგვეძლო ამის გაკეთება. ალბათ, კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება - შესაძლოა, იანვარში, ამაზე შეთანხმების მისაღწევად", - განაცხადა კალასმა. ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის გამოყოფილი ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)