|
2023-12-14 18:52:45, 711 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის საგარეო მინისტრი - სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობასთან ძალიან ახლოს ვართ
ძალიან ახლოს ვართ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობასთან, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ფიდანმა აღნიშნა, თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ნორმალიზდება, ეს თურქეთის სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას გამოიწვევს. „სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, ყველა მხარემ უნდა იბრძოლოს მშვიდობისთვის. სამწუხაროდ, სომხური ლობი დასავლეთში ცდილობს გარკვეული ქსელების შექმნას აზერბაიჯანის წინააღმდეგ. უკეთესი იქნება, თუ ეს ქვეყნები იმუშავებენ აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებაზე. ასევე, ძალიან ვაფასებთ ბოლო შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ძალიან ახლოს ვართ მშვიდობასა და სტაბილურობასთან რეგიონში. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კონტაქტებს აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით“, - განაცხადა ჰაქან ფიდანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)