|
2023-12-14 13:12:43, 591 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი ვირჯინიის პენიტენციური დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ვირჯინიის პენიტენციური დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ვირჯინიის სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელმა, ჩადვიკ დოთსონმა ციხის მოწყობის სტანდარტებსა და მასში არსებულ სერვისებზე ისაუბრა. "რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების ეროვნულ დონეზე დანერგვა წარმოადგენს. იუსტიციის მინისტრმა საქართველოს ციხეებში პატიმრების პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა, პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მთავარი ამოცანაა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას პენიტენციური სისტემის გაძლიერების მიმართულებით. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დელეგაციის წევრებთან ერთად ქოფივუდის პენიტენციურ დაწესებულებაშიც იმყოფებოდა, სადაც ციხის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და პატიმრებისთვის არსებულ სერვისებს გაეცნო",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)