|
2023-12-14 13:08:27, 558 ნახვა
საზოგადოება
ახმეტის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტზე საჯარო განხილვის ფორმატში იმსჯელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების ორგანიზებით, ახმეტის სატყეო უბნის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, თვითმმართველობის და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ესწრებოდნენ. "შემუშავებული რეკომენდაციები ტყის მართვის გეგმაში შესაბამისად აისახება. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ახმეტის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები 55925 ჰა ფართობზე განახორციელა. ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე, ტყის მდგრადი მართვის პრინციპების გათვალისწინებით, საგენტომ შეიმუშავა ტყის მართვის გეგმა. გეგმის მიხედვით, სატყეო-სამურნეო ღონისძიებები10 წლის განმავლობაში განხორციელდება. ინვენტარიზაციის სამუშაოები „ტყის მდგრადი მართვა ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე - 8 სამიზნე სატყეო უბანი“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა. საველე სამუშაოები ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებულმა მეტყევე ტაქსატორებმა განახორციელეს. სასაწავლო პროგრამა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)