|
2023-12-14 09:21:03, 897 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის შსს-მ კირილ ბუდანოვი ძებნაში გამოაცხადა
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი ძებნაში გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია РИА Новости ავრცელებს. მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლითაა აღძრული საქმე ბუდანოვის წინააღმდეგ. "ძებნაში გამოცხადების საფუძველი არსებობს: იძებნება სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში", - წერია შსს-ს განცხადებაში. РИА Новости-ის ცნობითვე, რუსეთის FSB 2022 წლის ოქტომბერში ამტკიცებდა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო და მისი ხელმძღვანელი პასუხისმგებელნი იყვნენ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი "ტერაქტის ორგანიზებაში". ამასთან, 2023 წლის 21 აპრილს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კირილ ბუდანოვს ყირიმის ხიდზე "ტერაქტში მონაწილეობისთვის" ბრალი დაუსწრებლად, სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით წაუყენა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)