|
2023-12-13 12:44:18, 670 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დარეჯან დედოფლის სასახლეში შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება
დარეჯან დედოფლის სასახლის გარე ფასადისა და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, ექვსი თვე დასჭირდება. „როგორც იცით, რამდენიმე წლის წინ ჩვენ განვახორციელეთ დარეჯან დედოფლის სასახლის ეზოსა და გალავნის რეაბილიტაცია. ამჯერად კი, შენობაში ჩატარდება, როგორც გარე ფასადის, ასევე შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. შენობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და განახლებას საჭიროებს. კერძოდ, რეაბილიტირდება აივანი და გადაეწყობა მისი დეკორატიული ელემენტები; არქიტექტურული დეტალები აღდგება ხის განახლებული ნაკეთობებით; სასახლის იმ ნაწილში, რომელსაც რეაბილიტაცია არ შეხებია, მოწესრიგდება ეზო და მოეწყობა სადრენაჟე სისტემა; შეკეთდება დეკორატიული სვეტები, გარემონტდება ფასადი, შეკეთდება გადახურვის კონსტრუქცია და სხვა. პროექტის განხორციელებისთვის განსაზღვრულია, დაახლოებით, ექვსი თვე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)