|
2023-12-12 11:01:59, 826 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპაში თავდაცვის ცენტრი უნდა შეიქმნას
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო-სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც BAE Systems-ის ლიდერები და ამერიკული კონცერნი Boeing-ი, Northrop Grumman-ი, Lockheed Martin-ი, General Dynamics-ი და სხვა კომპანიები ესწრებოდნენ, უკრაინის მთავრობის მეთაურმა ისაუბრა თავდაცვის კერის შექმნის იდეაზე ევროპაში, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე განთავსდება. "ჩვენ მზად ვართ, სწრაფად დავიწყოთ ამის გაკეთება, რადგან სხვა გზა არ გვაქვს სისტემის შესაცვლელად - ომში ვართ",- თქვა ზელენსკიმ. პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა მზად არის და აწარმოებს უფრო მეტ საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას, მაგრამ მას სჭირდება ძლიერი დასავლური კომპანიების დახმარება, რომლებთანაც ჭურვების, არტილერიის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სარაკეტო სისტემების ერთობლივ წარმოებას შეძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)