16:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 10:53:25, 1566 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 15 დრონიდან 9 გავანადგურეთ

უკრაინამ, 12 დეკემბრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 15 დრონიდან 9 გაანადგურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება ყირიმიდან, ბალაკლავას რეგიონიდან დაფიქსირდა.

"სულ, Shahed-136/131-ის ტიპის 15 უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება დაფიქსირდა, რომელთაგან 9 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში თავდაცვის ძალების მობილურმა სახანძრო ნაწილებმა გაანადგურეს.

გარდა ამისა, 11 დეკემბრის საღამოს, "აღმოსავლეთის" საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს 2 Kh-59-ის ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტა ზაპორიჟიესა და დნეპროპეტროვსკის რეგიონში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics