|
2023-12-12 09:23:32, 1003 ნახვა
პოლიტიკა
ბჟანია - დასავლეთს სურს, ჩვენი დედაქალაქი თბილისში იყოს
დასავლეთს სურს, რომ აფხაზეთის დედაქალაქი არა სოხუმში, არამედ თბილისში იყოს, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა. ბჟანიას თქმით, აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა დასავლეთს სჭირდება, რათა საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს დაანახოს, რომ "პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია". „მათ სურთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და გეგმაზომიერად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელობა, ასევე დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია. ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზეთში არანაირი განვითარება არ მოხდეს“, - განაცხადა ბჟანიამ. მისივე თქმით, "აფხაზეთი უნდა ისწრაფოდეს, გახდეს მსოფლიოს განსხვავებული არქიტექტურისა და უსაფრთხოების ახალი სისტემის ნაწილი, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენიტეტის აღიარებას და მოკავშირეებთან ინტეგრაციაზეა აგებული". „ამიტომ ვართ რუსეთთან! ამ მიზეზით, ჩვენ ორიენტირებული ვართ მასთან ასეთი ურთიერთობის დამყარებაზე. აფხაზეთი რუსეთთან ერთად გლობალური კრიზისის ნაწილი აღმოჩნდა. მთელი ევროპა ჩაეფლო ამ კონფლიქტში. ადამიანური ძალის რეზერვები, ქონებრივი რეზერვები და ევროპის ქვეყნების სიმდიდრე იფლანგება და უკვე გაიფლანგა და სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში გადამწყვეტი კონფლიქტის ბოლო ფაზაში შევიდა. ვფიქრობ, არ არის საჭირო იმის ახსნა, რომ იქ მომხდარი სისხლიანი ტრაგედიის შედეგი შორს არ არის“, - დასძინა ბჟანიამ.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)