|
2023-12-08 14:42:07, 680 ნახვა
საზოგადოება
საახალწლო ღონისძიებების მიმდინარეობისა და მოსამზადებელი სამუშაოების პერიოდში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება შეიზღუდება
საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 10 დეკემბრის 23:00 საათამდე, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე ავტომობილთა გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, გია ჭანტურიას ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ იტალიის ქუჩის მიმართულებით. „რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება 10 დეკემბრის 23:00 საათიდან მომავალი წლის 10 იანვრის 23:00 საათამდე მშრალი ხიდის, იტალიის ქუჩისა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე - ათონელის ქუჩიდან ორბელიანის შესახვევის N13-მდე. ერთი თვის განმავლობაში, ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით შეძლებენ. ზვიად გამსახურდიას სანაპიროდან სოლიკო ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ათონელის ქუჩამდე იმოძრავებენ, ხოლო შემდეგ მარჯვნივ მოხვევით, გადაადგილებას ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით შეძლებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)