|
2023-12-08 11:18:04, 821 ნახვა
მსოფლიო
BBC - გაეროს უშიშროების საბჭო ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის პროექტს უყრის კენჭს
გაეროს უშიშროების საბჭო დღეს, 8 დეკემბერს ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის პროექტს უყრის კენჭს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაეროს წესდების 99-ე მუხლის გამოყენებით იშვიათი ნაბიჯი გადადგა. აღსანიშნავია, რომ გაეროს წესდების 99-ე მუხლი გენერალურ მდივანს საშუალებას აძლევს, უშიშროების საბჭოს ყურადღება მიიქციოს ნებისმიერი საკითხისადმი, რომელმაც მისი აზრით, შეიძლება საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამასთან, მედიასაშუალება წერს, რომ აღნიშნული ნაბიჯი, ათწლეულების განმავლობაში, გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობის არცერთ წარმომადგენელს არ გადაუდგამს. BBC-ის ცნობითვე, რეზოლუციის პროექტი, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭომ კენჭი უნდა უყაროს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მოამზადა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)