|
2023-12-08 10:08:46, 606 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტა“ გამოფენას „თქვენს სახელზე 1805 წლიდან“ მასპინძლობს
„საქართველოს ფოსტა“ მასპინძლობს გამოფენას „თქვენს სახელზე 1805 წლიდან“, რომელზეც წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული არქივიდან მოპოვებული, საფოსტო საქმიანობის ამსახველი, ისტორიული წერილები და უნიკალური ფოტო-ვიდეო მასალა. აგრეთვე, ღონისძიებაზე გამოფენილია ფოსტის ფონდში დაცული საკოლექციო მარკები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. „საქართველოს ფოსტის“ ცნობით, გამოფენა „თქვენს სახელზე 1805 წლიდან“ გრძელდება 5 დეკემბრიდან, 10 დეკემბრის ჩათვლით და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს საქართველოში საფოსტო საქმიანობის ისტორიას. სიმბოლურია, რომ გამოფენა იმართება ფოსტის ისტორიული განყოფილების ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად განთავსებულია სასტუმრო Radisson Red Tbilisi. „საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 80 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით“, - ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)