|
2023-12-07 17:41:09, 705 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - მჯერა, სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების გაძლიერების საშუალება იქნება
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთის პრეზიდენტს, კატერინა საკელაროპულუს შეხვდა. როგორც ერდოღანი აღნიშნავს, მას სჯერა, რომ სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების გაძლიერების საშუალება იქნება. „მჯერა, ჩვენი რიგით მეხუთე მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა იქნება საშუალება თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და გაგრძელებისთვის“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. საბერძნეთის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ აუცილებელია, საბერძნეთმა და თურქეთმა ერთად იმუშაონ, რათა დაიცვან მშვიდობა და სტაბილურობა. „ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა წელს გადაიტანეს, გახდა მიზეზი, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, რომ რთულ პირობებში სოლიდარობის გრძნობა და ჰუმანურობის ჩვენება საერთო მახასიათებელია, რომელიც აერთიანებს ორივე ხალხს. ექვსი წლის გასვლის შემდეგ დღეს საბერძნეთში თქვენი ყოფნა ასახავს პოზიტიურ კლიმატს“, - განაცხადა კატერინა საკელაროპულუსმა. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს საბერძნეთში ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)