|
2023-12-07 14:24:10, 608 ნახვა
საზოგადოება
ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაში სტუდენტებს ღვინის ხარისხთან დაკავშირებით სემინარი ჩაუტარდათ
მევენახეობა-მეღვინეობაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მმართველობაში მყოფ ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს ღვინის ქიმიაზე, ზადებსა და დაავადებებზე სემინარი ჩაუტარდათ. მონაწილეები ღვინის ლაბორატორიული კვლევის მნიშვნელობას, ღვინის ხარისხზე გარემო ფაქტორების გავლენას და რთველის სწორედ წარმართვის მნიშვნელობას გაეცნენ. ახალგაზრდებმა, ღვინის ზადებისა და დაავადებების გამოვლენის მიზნით, დეგუსტაციაში მიიღეს მონაწილეობა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მმართველობაში მყოფი ღვინის ლაბორატორია ქართული ღვინის ხარისხის სისტემების ჩამოყალიბებისა და კერძო სექტორის ევროპულ სტანდარტზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ლაბორატორიას ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მისი ძირითადი ფუნქცია ღვინის და ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ლაბორატორიული კონტროლი და მევენახეთა და ღვინის მწარმოებელთა ტექნიკური მხარდაჭერაა. ინფორმაციას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)