|
2023-12-06 17:31:53, 1074 ნახვა
საზოგადოება
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თანამდებობა დატოვა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს. როგორც ცენტრში აცხადებენ, გორგოძემ აღნიშნული გადაწყვეტილება პირადი მიზეზის საფუძველზე მიიღო და ის PISA-ს კვლევას არ უკავშირდება. "პირადი მიზეზის საფუძველზე ითხოვა გათავისუფლება 1-ელი იანვრიდან. ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ეს PISA-ს კვლევას უკავშირდება, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება",- უთხრეს "ექსპრესნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ცნობისთვის, მოსწავლეთა შეფასების საერთაშირისო პროგრამამ (PISA) 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო წაკითხულის გააზრებაში, 81 ქვეყანას შორის 67-ე, მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე ადგილზეა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)