|
2023-12-06 11:58:19, 838 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს, სატრანსპორტო პოლიტიკა რა არის და რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით
პოპულისტური განცხადებები და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არავის კარგს არ მოუტანს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით კომპანია „სისტრას“ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. „აღნიშნული თემით პოპულისტური განცხადებების გაკეთება და საზოგადოების სიცრუეში შეყვანა პოზიტივს არავის მოუტანს. მას წარმოდგენა არ აქვს სატრანსპორტო პოლიტიკა რა არის, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულების მოსაწესრიგებლად. მგონია, რომ პოლიტიკოსმა ეს დეტალები არც უნდა იცოდეს. არსებობენ პროფესიონალი ადამიანები, რომელთაც განუხორციელებიათ მსგავსი რეფორმები, პროექტები და მივყვებით მათ. ჩვენ ახალს ვერ გამოვიგონებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს შენიშვნა დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმების შესახებ, შეუძლია გამოხატოს, თუმცა შესაბამისი არგუმენტებით, დასაბუთებულად. „მეგობრებო, თუ იცით რამე დამატებით, რასაც არ ვაკეთებთ და გასაკეთებელია, გვითხარით. პრობლემა არ არის არც თანამშრომლობა და არც შენიშვნების მიღება. ეს ქალაქი ყველასია და იმისთვის ვმუშაობთ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი. უბრალოდ სხვაზე გადაბრალება და თითის გაშვერა არასწორია. გვითხარით ის, რაც იქნება არგუმენტირებული, კვლევებით დამტკიცებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)