17:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 14:30:41, 1534 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი Telegram-ზე ავრცელებს.

პროკუდინის თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი და დაიღუპა 2 ადამიანი.

"დღეს დილით რუსეთის არმიამ ხერსონის ცენტრი დაბომბა. ოკუპანტებმა 2 ადამიანი მოკლეს - 48 წლის კაცი და ქალი. ამასთან, მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 59 წლის კაცი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს", - წერს პროკუდინი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 4 დეკემბერს, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში, შუმენის რაიონში მდებარე საბავშვო ბაღი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics