|
2023-12-05 13:10:25, 588 ნახვა
საზოგადოება
„სელფის“ კორპორაციული კლიენტები „ოპტიმოს“ პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ
"სელფი მობაილმა", ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, კორპორაციული კლიენტების მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, პარტნიორობა გააფორმა ოპტიმოსთან - საქართველოში წამყვანი მენეჯერული აღრიცხვის პროგრამის მიმწოდებელთან. შედეგად, "სელფის" მომხმარებელი ისარგებლებს სპეციალური პირობებით ოპტიმოს მრავალფეროვან კორპორაციულ პაკეტებზე. ოპტიმო მენეჯერული აღრიცხვის ქართული პროგრამაა, რომელიც შეიქმნა მაღაზიებისა და კვების ობიექტების სამართავად. მოქნილი ფუნქციონალით ის ამარტივებს გაყიდვებისა და მარაგების მენეჯმენტს. ოპტიმოს დახმარებით, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი მოწყობილობით მარტივადაა შესაძლებელი ბიზნესის მართვა და კონტროლი. ოპტიმოს მომხმარებელი სარგებლობს პერსონალური მხარდაჭერით და საქართველოს მასშტაბით სადღეისოდ უკვე 2,500-ზე მეტ კომპანიას ემსახურება. „სელფის" მიზანია გახდეს მისი კორპორატიული კლიენტების ბიზნეს პარტნიორი და მათ შესთავაზოს თამანედროვე ციფრული ტექნოლოგიები და პლათფორმები, მათი ბიზნესის მხარდასაჭერად.. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების სიის სათავეში ისეთი ორგანიზაცია მოექცა, როგორიცაა ოპტიმო - მოქნილი, მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებით და, რაც მთავარია ადგილობრივი, რაც იმას ნიშნავს რომ საუკეთესოდაა მორგებული ჩვენი ბაზრის მოთხოვნებს, ისევე როგორც სუკეთესოდ ეხმიანება "სელფის", როგორც ქართული მობილური ოპერატორის მისწრაფებებს. ეტაპობრივად, "სელფის" კორპორაციული კლიენტები მიიღებენ წვდომას სულ უფრო ახალ გადაწყვეტებზე და შედეგად "სელფის" ციფრული ეკოსისტემა მათთვის კივევ უფრო მომგებიანი გახდება“,- განაცხადა სელფის ბიზნესოპერაციების დირექტორმა, მალხაზ ჟორჟიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)