|
2023-12-05 13:03:05, 947 ნახვა
მსოფლიო
WSJ - ისრაელი „ჰამასის“ გვირაბების დატბორვას გეგმავს
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) "ჰამასის" გვირაბების დატბორვას გეგმავს. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ისრაელმა იძულებთ გადაადგილებული პირების ბანაკის, აშ-შატის ჩრდილოეთით, სულ მცირე, 5 სატუმბი სისტემა დაამონტაჟა. WSJ-ის ცნობით, ათასობით კუბური მეტრი წყლის გვირაბებში გაშვების შემთხვევაში, მთელი ქსელის დატბორვა რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი. ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა ისრაელი ამ მეთოდს, რადგან ღაზას სექტორში "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი ადამიანები ჯერ კიდევ რჩებიან. ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა ისრაელელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ "ისრაელის არმია მუშაობს, რათა გაანადგუროს "ჰამასის" ტერორისტული პოტენციალი და ამისთვის სხვადასხვა სამხედრო თუ ტექნოლოგიურ საშუალებებს იყენებს".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)