|
2023-12-05 09:29:35, 962 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ევროკავშირთან კონსულტაციები დაიწყო
უკრაინამ ევროკავშირთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციები დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კონსულტაციების პირველი რაუნდი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ევროპული საგარეო მოქმედებების სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე შარლ ფრისთან დაიწყო. ადმინისტრაციის ცნობითვე, კონსულტაციების დროს მხარეებმა გაცვალეს ხედვები ევროკავშირის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებზე და აქცენტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სეგმენტზე გააკეთეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ განაცხადა, უკრაინის მომავალი გაწევრიანება ევროკავშირში თავისთავად იქნება უკრაინისა და მთლიანად ევროპული საზოგადოების უსაფრთხოების მძლავრი გარანტია. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ მსგავსი კონსულტაციები დაიწყო გერმანიასა და იტალიასთან, მანამდე კი ნიდერლანდებსა და საფრანგეთთან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)