|
2023-12-04 23:37:35, 804 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - მოსკოვი მზადაა, ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან ითანამშრომლოს
მოსკოვი მზადაა, ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან, რათა მოძებნოს გადაწყვეტილებები ეფექტური სისტემის ფორმირებისთვის ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად ეფექტური, სამართლიანი, თანაბარი სისტემის ჩამოყალიბებისთვის - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინის თქმით, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები დასავლეთის მიერ კონტროლდება და ისინი პოლიტიკურ მიკერძოებას ავლენენ. „ადამიანის უფლებების უზრუნველყოფისა და ხელშეწყობის საერთაშორისო სისტემის დეგრადაციის პროცესი გრძელდება. მისი ინსტიტუტები, რომლებსაც რეალურად აკონტროლებს დასავლეთი, გამოხატავენ პოლიტიკურ მიკერძოებასა და თვალთმაქცობას. ასე რომ, რვა წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით მათ უმწეობას და პირდაპირ უგულებელყოფას დონბასის მაცხოვრებლების წინააღმდეგ უხეში დარღვევებისთვის. ეს სტრუქტურები არა მხოლოდ „არ ამჩნევენ“, არამედ ხელს უწყობენ რუსოფობიის გამოვლინებებსაც კი“, - განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)