08:17 - 07 Jul, 2026
|
2023-12-01 17:16:09, 765 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის მთავრობის ცნობით, 110 მძევლის დაბრუნების შემდეგ ღაზას სექტორში კიდევ 137 მძევალი რჩება
ისრაელის მხარის ინფორმაციით, 110 მძევლის დაბრუნების შემდეგ ღაზას სექტორში კიდევ 137 მძევალი რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაეულური მედია, Times of Israel-ი ავრცელებს. ისრაელის მთავრობის პრესმდივნის, ეილონ ლევის განცხადებით, ღაზას სექტორში მყოფ 137 მძევალს შორის 115 კაცი, 20 ქალი და 2 ბავშვია. მისივე ცნობით, 10 მძევალი 75 წელს არის გადაცილებული, 126 ადამიანი ისრაელის, 11 კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 24 ნოემბერს ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა პალესტინელი პატიმრები გაათავისუფლა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)