|
2023-12-01 16:28:48, 635 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი UNSDCF-ის განმახორციელებელი სამეთვალყურეო საბჭოს მეორე სხდომას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2021-2025 წლების ხელშეკრულების განმახორციელებელი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის წევრებს გარემოს დაცვის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მომავალი წლის პრიორიტეტები გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირის პოლიტიკის გატარება ჩვენი დღის წესრიგის უმთავრესი ნაწილია. თითოეული გადადგმული ნაბიჯი მიმართულია ქვეყნის განვითარებისაკენ და საქართველოს იმ ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რომელსაც ის ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხაზს უსვამს პოზიტიურ შედეგებს გარემოს დაცვის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. მიღწევები ასახულია ევროკომისიის ანგარიშში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არსებულ შედეგებზე, სამრეწველო და სატრანსპორტო სექტორში ემისიების შემცირების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, სატყეო სექტორის განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, წყლის რესურსების მართვის, ასევე სამრეწველო ემისიების შესახებ მიღებულ კანონებზე. ნინო თანდილაშვილმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე და მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებზეც ისაუბრა. მინისტრის პირველმა მოადგილემ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობასა და გაეროს წარმომადგენლობას შორის გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის 2021-2025 წლების ხელშეკრულება (UNSDCF) 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა. ხელშეკრულება გაეროს ხუთწლიან სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას წარმოადგენს და განსაზღვრავს ორგანიზაციის თითოეული სააგენტოს მუშაობის ზოგად ჩარჩოს საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)