|
2023-12-01 15:04:30, 819 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე შრომითი უფლებების საკითხები საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ინსპექტირების პროცესების ჭრილში. "შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილეებმა, ნატო ნათენაძემ და მაია მიქაიამ წარადგინეს პრეზენტაცია შრომის ინსპექციის მანდატის, ინსპექტირების შედეგების, გამოვლენილი დარღვევების, შრომითი მიგრაციის კანონისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით მიმართა აუდიტორიას დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ. დისკუსიაში მონაწილეობდა შრომის უფლებებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი გიორგი სიმონია. შეხვედრას 100-მდე მონაწილე ესწრებოდა და ის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)