12:55 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-01 13:45:31, 870 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი - პრეზიდენტს ყველგან შესვლის და ყველასთან შეხვედრის უფლება აქვს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან შეხვედრის უფლება აქვს.

როგორც ომბუდსმენმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, კონკრეტულ შემთხვევაზე, ვისგან და რატომ მიიღო სალომე ზურაბიშვილმა უარი, ინფორმაცია არ აქვს.

"პრეზიდენტს ყველგან აქვს შესვლის უფლება და ყველასთან აქვს შეხვედრის უფლება. კონკრეტულად ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ვინ უთხრა უარი და რა მიზეზით უთხრეს უარი. არ ვიცი, ინფორმაცია არ მაქვს",- აცხადებს ლევან იოსელიანი.

ცნობისთვის, გუშინ, 30 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, რომ გაშალონ მაგიდები და პეტიციაზე ხელი მოაწერინონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics