12:59 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 18:23:29, 758 ნახვა

პოლიტიკა
ეუთოს მინისტერიალზე ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და ყურადღება გამახვილდა  ევროკომისიის რეკომენდაციაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ასევე საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე. 

"კიდევ ერთხელ დადასტურდა  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმართ უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის, ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics