|
2023-11-30 17:24:54, 731 ნახვა
მსოფლიო
სიიარტო - ომის თითოეული დღე მშვიდობის იმედს ასუსტებს
არ არიან მართალი ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები გააუმჯობესებს მშვიდობის შანსებს, ომის თითოეული დღე მშვიდობის იმედს ასუსტებს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა. სიიარტოს თქმით, იარაღის მიწოდება ახანგრძლივებს ომს და კეტავს კომუნიკაციის არხებს, ხოლო რეგიონს არა ომი, არამედ მშვიდობა სჭირდება და იმისთვის, რომ უარი არ ითქვას მშვიდობის იმედზე, აუცილებელია, კომუნიკაციის არხები ღია დარჩეს. „ვფიქრობ, რომ თუ ბოლო წელიწად-ნახევარს გადავხედავთ, ნათელია, რომ ისინი ვინც, წარმოაჩენდა, რომ გამოსავალი ბრძოლის ველზეა, არ არიან მართლები. ბრძოლის ველზე გამოსავალი არ არის, ბრძოლის ველზე არიან დაღუპულები და არის ნგრევა. ასევე, არ არიან მართლები ისინი, ვინც ამბობს, რომ ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები გააუმჯობესებს მშვიდობის შანსებს. ეს ასევე არ არის მართალი. ამ ომის თითოეული დღე მშვიდობის იმედს უფრო და უფრო ასუსტებს. ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო, ჩვენ ასევე გვჯერა, რომ იარაღის მიწოდება ასევე არ ეხმარება ამას. იარაღის მიწოდება ახანგრძლივებს ომს, ჩვენ კი არ გვჭირდება ომი, არ გვჭირდება იარაღი რეგიონში, ის რაც რეგიონში გვჭირდება, არის მშვიდობა და ამას გათვალისწინებით, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ კომუნიკაციის არხების ღიად დატოვება არის არსებითი მნიშვნელობის, რადგან თუ კომუნიკაციის არხებს დავბლოკავთ, ჩვენ უბრალოდ უარს ვიტყვით მშვიდობის იმედზე. ჩვენ კი არ გვინდა მშვიდობის იმედზე უარის თქმა. შესაბამისად, ძვირფასო ბუიარ, მინდა, შევაქო ყველა თქვენი ძალისხმევა ამ ორგანიზაციის გადასარჩენად და იმისთვის, რომ შანსი მიეცით აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზებული თანამშრომლობის თუ არა, დიალოგის დაბრუნებას“, - განაცხადა სიიარტომ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)