09:32 - 07 Jul, 2026
|
2023-11-30 16:42:00, 717 ნახვა
მსოფლიო
შვედეთის საგარეო მინისტრი - შვედეთი მოლდოვისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას მხარს უჭერს
შვედეთი მხარს უჭერს მოლდოვისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა. ბილსტრომის თქმით, რუსეთი ეუთოს წევრ ქვეყნებში მავნე ზეგავლენის გაფართოებას აგრძელებს. „ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი აგრძელებს მავნე ზეგავლენის გაფართოებას ეუთოს წევრ ქვეყნებში. ამ კონტექსტში მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვადასტურებ შვედეთის მხარდაჭერას მოლდოვისა და საქართველოს მიმართ, მათი მედეგობის, უსაფრთხოების გაძლიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი, ასევე, მათი ევროპული ინტეგრაციის გზის მიმართ“, - განაცხადა ტობიას ბილსტრომმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)