09:33 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 16:21:18, 689 ნახვა

მსოფლიო
ობრაიენი - საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების გადაჭრა ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს

კონფლიქტები გრძელდება საქართველოსა და მოლდოვაში, რაც მოითხოვს ჩვენს განახლებულ ვალდებულებას, რათა ისინი გადაიჭრას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ობრაიენმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

ობრაიენმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედება სრულად ეწინააღმდგება ცივილიზებულ სტანდარტებს და საერთაშორისო კანონმდებლობას.

„კონფლიქტები გრძელდება საქართველოსა და მოლდოვაში, რაც მოითხოვს ჩვენს განახლებულ ვალდებულებას, რათა ისინი გადაიჭრას, რომ ეს საზოგადოებები სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ მათი ხალხის არჩევანთან - იყვნენ იმ ქვეყნების უფრო ფართო თანამეგობრობის ნაწილი, რომლებიც კანონის უზენაესობის ერთგული არიან“, - განაცხადა ჯეიმს ობრაიენმა.

ცნობისთვის, ეუთოს მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 30 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გაიმართება. ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა, მინისტერიალზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიწვია. აღნიშნულის გამო, ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

აღსანიშნავია, რომ ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics