|
2023-11-29 13:23:46, 643 ნახვა
მსოფლიო
იაპონიასთან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 8 ადამიანი იმყოფებოდა, იაპონიასთან ახლოს, ოკეანეში ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC-ის იაპონიის სანაპირო დაცვამ განუცხადა, ადგილობრივმა მეთევზეებმა ერთი ადამიანი იპოვეს, თუმცა მისი მდგომარეობა უცნობია. ავიაკატასტროფა კაგოშიმას პრეფექტურის კუნძულ იაკუშიმასთან ახლოს მოხდა. სამხედრო თვითმფრინავი იოკოტას საჰაერო ბაზას ეკუთვნოდა და ქალაქ ოკინავას მიმართულებით მიფრინავდა.
Reuters-ი ციტირებს იაპონიის ოფიციალურ პირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ თვითმფრინავი რადარებიდან ადგილობრივი დროით 14:40 საათზე გაუჩინარდა, შვიდი წუთის შემდეგ კი, სანაპირო დაცვამ მიიღო შეტყობინება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე ნავები და ვერტმფრენები გაიგზავნა და მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)