12:59 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 12:47:21, 726 ნახვა

პოლიტიკა
„სკამს ნუ ჩაეჭიდები“ - ენმ-ის თბილისის ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

მათ ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილის ენმ-ის თავმჯდომარედ არჩევა მოხდა, პარტიამ წევრები გარიყა.  

"ეს ის ცნობილი ოფისია, რომელიც სამწუხაროდ მაისის თვეში დაგვიკეტეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ჩვენ განსხვავებულად ვფიქრობდით. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაგვიკეტეს, რომ ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციაზე ნიკა მელიასთან ერთად მივედით. მეორე დილით ოფისი დაიკეტ, თუმცა, ოფისს ვინ ჩივის, ჩემს გვერდით დგანან ადამიანები, ეს ზღვაში წვეთია კიდევ იმ ადამიანებისა, რომლებიც, სამწუხაროდ, ახალმა მენეჯმენტმა გარიყა პარტიული სივრციდან, ყველა პოზიციებს ჩამოაცილა. შენმა არასწორმა მმართველობამ ადამიანები სრულიად გარიყა პარტიიდან. ჩემო მეგობარო ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები, არ გიღირს იმად, რომ პარტიის მრავალწლიან ისტორიაში ყველაზე შავი ასოებით შევიდეს შენი მმართველობა, შენი თავმჯდომარეობა, ისევე, როგორც დღევანდელი წარმოდგენილი მენეჯმენტის. ამიტომ, მოგიწოდებთ ლევან, რომ გადადგე დაკავებული თანამდებობიდან",- განაცხადა ენმ-ის წევრმა, ბესო გაზდელიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომისა და პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელების მოწოდებით ზუგდიდის, ხობის, ფოთის, ცაგერის, ამბროლაურის, ქუთაისის, ჭიათურის, მცხეთის, კასპისა და ახალციხის საკრებულოებში ენმ-ის ფრაქციების წევრებიც გამოვიდნენ.

დღეს, 29 ნოემბერს, ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics