10:45 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 10:27:40, 703 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავიდა [ვიდეო]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბელგიაში ჩავიდა. ბლინკენი ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება.

როგორც Reuters-ი იტყობინება, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ენტონი ბლინკენი ალიანსის მხრიდან უკრაინის მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს. 

აღსანიშნავია, რომ ბლინკენი მიმდინარე კვირაში ისრაელშიც ჩავა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე, ენტონი ბლინკენი ისრაელის გარდა, ბელგიას, ჩრდილოეთ მაკედონიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიეროებსაც ეწვევა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics