|
2023-11-27 00:49:04, 863 ნახვა
საზოგადოება
შავ ზღვაზე შტორმი მძვინვარებს რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებს უახლოვდება
შავ ზღვაზე შტორმი მძვინვარებს რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებს უახლოვდება. ამ დროის მდგომარეობით ანაკლია-განმუხური - შტორმია და ქარიშხალი. ხოლო გაგიდა, ფიჩორი - ქარიშხალი. დროებით ოკუპირებულ ყირიმში ქარიშხალი მძვინვარებს, პარალელურად, წვიმს და თოვს კიდეც. ქარბორბალამ მრავალწლოვანი ხეები ფესვებიანად მოგლიჯა, სახურავები გადახადა სახლებსა და საცხოვრებელ კორპუსებს. სანაპიროები, უმეტესწილად, წალეკილია ტალღებისგან, რომელთა სიმაღლე 9 (!) მეტრს აღწევს. სახლების ნაწილი ჩაიძირა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, ნახევარკუნძულის ზოგ რაიონებში შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის. 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6-ბალიანი შტორმი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)