11:59 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 23:35:18, 930 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი - დადგა დრო, საერთაშორისო საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ევროკავშირმა პალესტინა აღიაროს

დადგა დრო, საერთაშორისო საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ევროკავშირმა აღიაროს პალესტინა, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

პედრო სანჩესმა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი, საერთაშორისო სამართლის წესების შესაბამისად დაიცვას, რაც, მისი აზრით, ახლა არ ხდება.

„დადგა დრო, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების თაობაზე. მნიშვნელოვანი იქნებოდა, ეს ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ ერთად გააკეთოს, თუმცა თუ ეს არ მოხდება, ესპანეთი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics