|
2023-11-23 17:13:00, 720 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბანში „ჰეზბოლას“ ლიდერს შეხვდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ლიბანში „ჰეზბოლას“ ლიდერს, ჰასან ნასრალას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური გამოცემა Naharnet-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნასრალამ ამირ-აბდოლაჰიანთან განიხილა ბოლო მოვლენები პალესტინასა და ლიბანში, საუბარი ასევე შეეხო ღაზას სექტორში კონფლიქტის შეჩერების მცდელობებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ჰეზბოლას" ლიდერს განუცხადა, რომ თუ ისრაელ-„ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება არ ამოქმედდება, ღაზას სექტორში მიმდინარე ომი, დიდი ალბათობით, სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება. ”ჩვენ არ ვცდილობთ ომის ფარგლების გაფართოებას”, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს. ამ დროის განმავლობაში გამოცხადდება ცეცხლის შეწყვეტის პაუზებიც. ამასთან, 22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში დღეს, 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, დღეს, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)