|
2023-11-22 17:06:17, 777 ნახვა
მსოფლიო
გუტერეში - ისრაელ-„ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ისრაელ-„ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმებას გამოეხმაურა. როგორც გუტერეში აღნიშნავს, მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, მაგრამ გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო. „მივესალმები შეთანხმებას, რომელსაც „ჰამასმა“ და ისრაელმა მიაღწიეს, კატარის შუამავლობითა და ეგვიპტისა და აშშ-ის მხარდაჭერით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, მაგრამ გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო“, - განაცხადა გუტერეშმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ნოემბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს. ამ დროის განმავლობაში გამოცხადება ცეცხლის შეწყვეტის პაუზებიც. შეთანხმებას მხარი ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)