13:12 - 07 Jul, 2026
|
2023-11-22 16:12:33, 835 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასის“ წარმომადგენელი - ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში 23 ნოემბერს შევა
ისრაელ-"ჰამასს" შორის დადებული ზავი ძალაში ხვალ, 10:00 საათზე შევა, - ამის შესახებ ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მძევლების უმეტესობას, რომლებიც გათავისუფლდებიან, უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ. Al Jazeera-ს ცნობით, "ჰამასის“ ოფიციალურ წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, ფლობენ თუ არა ისინი ისრაელის პასპორტებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ნოემბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს. ამ დროის განმავლობაში გამოცხადება ცეცხლის შეწყვეტის პაუზებიც. შეთანხმებას მხარი ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)