|
2023-11-22 10:29:41, 626 ნახვა
საზოგადოება
#ჩვენიანი - „ლიბერთის“ ახალი კონცეფცია
„ლიბერთიმ“ კამპანია #ჩვენიანი დაიწყო და საკომუნიკაციო პლატფორმის პირველი ვიდეო რგოლი წარადგინა. „ახალ საკომუნიკაციო პლატფორმაზე ბანკი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. „ლიბერთის“ ბრენდის მიმართ ადამიანების ემოციური და რაციონალური დამოკიდებულებების შესაფასებლად არაერთი კვლევა ჩავატარეთ. მათ შორის თანამშრომლებში, რომელმაც აჩვენა რომ „ლიბერთიში“ დასაქმებული ადამიანებისთვის ყველაზე საამაყოა ჩვენი ბანკის მასშტაბურობა, ხელმისაწვდომობა, ადამიანებზე ორიენტირებულობა, ინფრასტრუქტურის განსაკუთრებულობა და ამასთანავე, თანამედროვე პროდუქტებისა და სერვისების არსებობა. ახალ კამპანიაზე, რომლის მთავარი გმირები ბანკის რეალური თანამშრომლები და მომხმარებლები არიან, სააგენტო Holy Motors-თან ერთად ვიმუშავეთ. ბანკის ახალი კამპანიის ფარგლებში, კონკრეტული საბანკო პროდუქტების შესახებ კომუნიკაცია, სხვადასხვა კონვენტით მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება“, - განაცხადა თამარ მეგრელიშვილმა, „ლიბერთის“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. „ახალი კამპანია პასუხობს „ლიბერთის“ სტრატეგიას და მთავარ მიზანს — ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად. #ჩვენიანი არის ერთგვარი შეხსენება ყველასათვის, რომ „ლიბერთი“ არის ბანკი, ქვეყანაში ყველაზე დიდი ქსელით, ყველაზე მეტი სერვის ცენტრითა და ფილიალით, მათ შორის მოძრავი ფილიალებით. ასევე, მოქნილი ციფრული სერვისებით - ინტერნეტბანკით და სრულყოფილი მობაილბანკით, სადაც ერთი ხელის მოსმით შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესრულება. 5 ათასი ადამიანისგან შემდგარი ერთიანი გუნდი კი, მუდმივად მუშაობს იმისათვის, რომ გახდეს ძირითადი ბანკი თავისი 1,6 მილიონი მომხმარებლისთვის. „ჩვენიანი" კი ერთგვარი ფილოსოფიაც არის და დაპირებაც, რომელიც „ლიბერთიმ“ თავისი მომხმარებლისთვის უნდა შეასრულოს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - აცხადებს თორნიკე კორძაია, „ლიბერთის“ საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)