15:23 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-21 17:01:56, 1051 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ასეულის მეთაური ხატია გოგალაძე საპატიო სიგელით დააჯილდოვა

თავდაცვის ძალებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. უწება მაქსიმალურად უწყობს ხელს ქალი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიულ განვითარებასა და მათ კარიერულ ზრდას. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მე-11 ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის მეთაურს, უფროს ლეიტენანტ ხატია გოგალაძეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხატია პირველი ქალია, რომელმაც წარმატებით გაიარა საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი და ამჟამად ის ერთადერთი ქალი სამხედროა, რომელიც საბრძოლო ქვედანაყოფში ასეულის მეთაურის პოზიციაზე მსახურობს.

„თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უფროს ლეიტენანტ ხატია გოგალაძეს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ბოლო სპორტული მიღწევა მიულოცა. ხატიამ ჩოგბურთში გამართულ ტურნირზე „ლოპოტას თასი 2023“ პირველი ადგილი დაიკავა. გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის მინისტრის სახელით, ხატია გოგალაძეს სპორტული წარმატებისთვის საპატიო სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.

26 წლის უფროსი ლეიტენანტი ხატია გოგალაძე მე-11 ქვეით ბატალიონში საბრძოლო ასეულის მეთაურია. ხატია თავდაცვის ძალებში 2014 წლიდან მსახურობს. მან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა, შემდეგ კი, უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი ქვეითის სპეციალობით გაიარა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics