17:40 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 14:29:45, 632 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სააკაშვილის დამსახურებით ძალიან ბევრი მამა საკუთარ შვილებს ვერ დაუბრუნდა

მიხეილ სააკაშვილის დამსახურებით ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს, - აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სურს გახდეს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის "ამორალურობის თანაზიარი", მაშინ შეუძლია, მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება.

"სააკაშვილის დამსახურებით ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს, მინდა, შევახსენო ეს მიხეილ სააკაშვილს. რა მორალზეა საუბარი, როდესაც ვეხებით მიხეილ სააკაშვილს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას თუ სურს გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დისტანციურად ჩართვისას, განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებით ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსის აღდგენა და "ერთი ხელის მოწერით შვილებისთის მამის დაბრუნება" შეუძლია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics