20:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 22:16:48, 1780 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გასაძლიერებლად დამატებით 500 მლნ დოლარს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად კიდევ 500 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკის საკითხებში, ჯეფრი პიატმა განაცხადა.

პიატის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა, რომ უკრაინელი ხალხის ნების დასარღვევად იარაღად ზამთრის სიცივე გამოეყენებინა.

"შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო 520 მილიონ დოლარზე მეტი უკრაინის ენერგეტიკის სექტორის დასახმარებლად. ვიცით, რომ კიდევ 500 მილიონი დოლარი გზაშია. ვლადიმერ პუტინი ცდილობდა, უკრაინელი ხალხის ნების დასარღვევად, ზამთარი და ზამთრის სიცივე გამოეყენებინა იარაღად, დარწმუნებული ვარ, ის მარცხს განიცდის", - განაცხადა პიატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics