|
2023-11-17 13:27:07, 542 ნახვა
საზოგადოება
მობილური იუსტიციის სახლებით მომხმარებელს სერვისებს საკუთარი სახლის ჭიშკართან ვაწვდით - რატი ბრეგაძე
"მობილური იუსტიციის სახლი" არის უპრეცედენტო ახალი ინოვაციური პროექტი, რომელიც რომლის მეშვეობითაც სპეციალური მიკროავტობუსები მოძრაობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოსახლეობას აწვდიან მომსახურებას საკუთარი სახლის ჭიშკართან,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მობილური იუსტიციის სახლი განკუთვნილია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომლებიც იუსტიციის სახლის ფილიალებისგან მოშორებულ სოფლებში ცხოვრობენ. "მობილური იუსტიციის სახლები განკუთვნილია ძირითადად სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელსაც ხანგრძლივი დრო უწევს იმისთვის, რომ მივიდეს იუსტიციის სახლებთან და მიიღოს შესაბამისი მომსახურება. ჩვენ მათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები შევუქმენით იმისთვის, რომ მიიღონ მომსახურება იმავე რეჟიმში, როგორსაც ისინი მიჩვეულნი არიან იუსტიციის სახლებში და შესაბამისად დაიკმაყოფილონ ყველა ის საჭიროება, რომლებიც მათ აქვთ სახელმწიფოს წინაშე",- განაცხადა ბრეგაძემ. მისივე ინფორმაციით, მობილური იუსტიციის სახლი მთელ საქართველოშია და 150-ზე მეტი სოფლის 50 000- ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)