|
2023-11-17 10:50:26, 615 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ლიფტების რეაბილიტაცია გრძელდება
გლდანის რაიონის გამგეობის ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ლიფტების დაფინანსება გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. მათი ცნობით, ამ ეტაპზე, გამგეობამ 43 ლიფტის რეაბილიტაცია დაასრულა, რისთვისაც 1 766 370 ლარი დაიხარჯა. ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები ამ ეტაპზე კიდევ 6 მისამართზე მიმდინარეობს. „ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა გლდანის VI მიკრორაიონის N 6 კორპუსის I და II მიკრორაიონის N32 კორპუსის III სადარბაზოში. სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლოფი. ორივე მისამართზე სამუშაოებისთვის 93 793 ლარი დაიხარჯა . გარდა ამისა, აღნიშნულ კორპუსებში გამგეობამ სხვადასხვა პროექტი განახორციელა. "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, გამგეობამ აღნიშნული სამუშაოები 100%-ით დააფინანსა. დასრულებულ სამუშაო პროცესს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)