18:50 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 10:39:14, 869 ნახვა

პოლიტიკა
Deutsche Welle - გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეების განაცხადები შეიძლება განიხილებოდეს დაჩქარებული და გამარტივებული პროცედურებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

Deutsche Welle-ს ცნობით, შესაბამისი კანონპროექტი გუშინ, 16 ნოემბერს, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღეს, წინააღმდეგ მხოლოდ მემარცხენეები წავიდნენ.

როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია არალეგალური მიგრაციის შეზღუდვისკენ.

"როგორც წესი, არცერთ ამ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური დევნის საფრთხე. ამ სახელმწიფოების უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად აღიარებით, ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად დავაჩქაროთ თავშესაფრის განცხადებების განხილვა და შევამციროთ ტვირთი ადგილობრივ ხელისუფლებასა და სასამართლოებზე", - განაცხადა ფეზერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics