15:23 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 18:57:37, 1035 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის უსაფრთხოების სამსახური - იერუსალიმთან საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მომხდარი თავდასხმის უკან „ჰამასი“ დგას

იერუსალიმთან საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მომხდარი თავდასხმის უკან „ჰამასი“ დგას. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამივე თავდამსხმელი ქალაქ ჰებრონიდან იყო, რომელთაგანაც 2 უკვე იდენტიფიცირებულია, რაც შეეხება მესამე თავდასხმელს, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურს მისი იდენტიფიცირება ჯერ არ დაუსრულებია.

„26 წლის აბედ ელ-ხადერ კავასმე ქალაქ ჰებრონიდანაა. მამამისი, აბდალა კავასმა ჰებრონში „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი იყო და ის 2003 წელს მოკლეს.

კიდევ ერთი თავდამსხმელი 28 წლის ჰასან მამუნ ქაფიშაა, მისი ბიძა, ასევე „ჰამასის“ წევრი, 2011 წელს თურქეთს გადასცეს“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, იერუსალიმის მახლობლად მდებარე საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics