15:23 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 15:03:17, 777 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის საგარეო ბაიდენის განცხადებაზე - უკიდურესად არასწორია და უპასუხისმგებლო პოლიტიკური მანიპულაციაა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელმაც სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა.

საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მაო ნინმა ბაიდენის განცხადებას "უკიდურესად არასწორი" და "უპასუხისმგებლო პოლიტიკური მანიპულაცია" უწოდა.

"ამგვარი განცხადება უკიდურესად არასწორია და უპასუხისმგებლო პოლიტიკურ მანიპულაციას წარმოადგენს. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამას. მუდამ არსებობენ ისეთი არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობების დაშლას ცდილობენ - ეს არ იქნება წარმატებული",- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, შეხვედრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დიქტატორი უწოდა. სი ძინპინი აშშ-ში, ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველი ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მიერ უკვე დასახელებულია შესაძლებლობად, რომ შემცირდეს უთანხმოება აშშ-ჩინეთს შორის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საშიშ მეტოქეობად მიიჩნევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics