|
2023-11-16 11:07:48, 569 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი შეთანხმება გაფორმდა
იუსტიციის სახლი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით მრავალწლიან თანამშრომლობას აგრძელებენ და ამ კუთხით 15 ნოემბერს ახალი შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი შეთანხმების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. "შეთანხმების წერილს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის თავჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ და UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, დაგლას უებმა. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობა განხორციელდება ევროკავშირის ხელშეწყობით, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს იუსტიციის სახლის 200-ზე მეტი თანამშრომლის გადამზადებას, რის შედეგად ისინი კომუნიკაციის გაუმჯობესებული უნარებით გაუწევენ მომსახურებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ასევე, ბიზნეს ანალიტიკის სისტემების ინტეგრირებით, იუსტიციის სახლს შესაძლებლობა ექნება, უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და სხვა რეგიონებში გამოავლინოს არსებული საჭიროებები და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სერვისების მიწოდება. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის საინფორმაციო მასალის შექმნა და მიწოდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე მნიშვნელოვნად აამაღლებს ცნობიერებას, აღნიშნულ ჯგუფებში სახელმწიფო სერვისების შესახებ. პროექტის სამიზნე რეგიონებს წარმოადგენს კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთი და გურია",- ნათქვამია იუსტიციის სახლის ინფორმაციაში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)