|
2023-11-15 12:29:39, 659 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ დაცული ტერიტორიების მხარდამჭერია
"საქართველოს ბანკი", როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი დაცული ტერიტორიების სპონსორია. "საქართველოს ბანკი" მხარს უჭერს ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის (ეროვნული პარკის და დაცული ლანდშაფტის), ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის, მაჭახელის, ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებს. 2023 წლიდან კი მათ რიცხვს ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიაც შეემატა. აღსანიშნავია, რომ ბანკის მიერ მხარდაჭერილი დაცული ტერიტორიების ჯამური ფართობი 520 000 ჰექტარამდეა და 11 ადმინისტრაციულ და ვიზიტორთა ცენტრს აერთიანებს. აღნიშნულ ტერიტორიებზე 350-მდე დასაქმებულია, მათ შორის არიან რეინჯერები. ინიციატივის ფარგლებში, ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურის გამართვის ხარჯების დაფარვა. „საქართველოს ბანკის", როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის ერთ-ერთ ღირებულებას მდგრადი განვითარება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ბანკი სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, რომელიც უკეთესი მომავლისა და გრძელვადიანი სარგებლის შექმნაზეა ორიენტირებული ბიზნესებითვის, საზოგადოებისთვის და ინდივიდებისთვის. გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად კი "საქართველოს ბანკი" სანდო, კომპეტენტურ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. მათ შორის კავკასიის ბუნების ფონდთან, რომელთანაც ჩვენი პარტნიორობა 2009 წლიდან იწყება. ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს აქტიურად ვიყოთ ჩართულნი დაცული ტერიტორიების შენარჩუნებისა და განვითარების მხარდაჭერის პროცესში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" CSR მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორია კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და ის 2003 წელს შეიქმნა. იგი მოიცავს ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალების და ილტოს აღკვეთილის ტერიტორიებს. ნაკრძალში შესვლა ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო, არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის მიზნით.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)