21:05 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 12:22:51, 634 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვა - სამინისტრო კერძო სექტორთან ინტენსიურ თანამშრომლობას აგრძელებს

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისა და დაფასების პოლიტიკის ფარგლებში კერძო სექტორთან თანამშრომლობას აფართოებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ამ მიზნით თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი სხვადასხვა კომპანიასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს და მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"თავდაცვის სამინისტროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები კიდევ 11 ორგანიზაციასთან გაფორმდა. დოკუმენტებს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუბუნაურმა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოაწერეს. მინისტრის მოადგილემ მათ ქართული ჯარის მხარდაჭერისა და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობა სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასევე უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებს შემეცნებით-საგანმანათლებლო, სამკურნალო-სარეაბილიტაციო თუ სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში უფასო და შეღავათიანი მომსახურებით სარგებლობის მრავალფეროვან შესაძლებლობას აძლევს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics